წესები და პირობები

წესები და პირობები, მიწოდების და დაბრუნების პოლიტიკა

ჩვენი მომსახურება:
გთავაზობთ ონლაინ მაღაზიას shop.supplements.ge, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს შეიძინოს წარმოდგენილი პროდუქცია და მიიღოს მომსახურება.
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე შეთანხმების პირობებს.

კომპანიის უფლებები და ვალდებულებები:
კანონმდებლობის და კომპანიის შიდა პოლიტიკის ცვლილებასთან ერთად ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, შევიტანოთ ცვლილებები საიტის კონტენტში, რასაც უპირობოდ ეთანხმება საიტის მომხმარებელი.
ჩვენს საიტზე რეგისტრაციისას გვეძლევა უფლება დაგიკავშირდეთ ელექტრონულად და მოგაწოდოთ სიტუაციაზე მორგებული ინფორმაცია.
რადგან, პროდუქციის გაყიდვა წერტილებში და ონლაინ მაღაზიებში პარალელურად ხდება, არის ალბათობა, რომ საიტზე პროდუქტის დათვალიერების და კალათაში დამატების დროს ის მაღაზიაში გაიყიდოს. ამის შესახებ კომპანია მოგაწვდით ინფორმაციას შეკვეთის გაფორმების პროცესში.
ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, ჯეროვნად შესრულდეს მომხმარებელთან ნაკისრი ვალდებულება შეკვეთის დროულად დამუშავებასა და მიწოდებაზე.

საკურიერო მომსახურეობა:
შეკვეთის გაკეთება შესაძლებელია თბილისის, რუსთავის,გორი, ქუთაისი, ბათუმი, ქობულეთი, ფოტი, მასშტაბით. შეკვეთა რომელიც დაფიქსირებულია და გადახდილია მიეწოდება შემკვეთს უფასოდ და ბარდება არა უგვიანეს 2 დღის განმავლობაში. თუ შემკვეთი ვერ უპასუხებს სატელეფონო ზარს მითითებულ ნომერზე,ვერ მოხერხდება ნივთის ჩაბარება იმავე დღეს.საკურიერო მომსახურეობა შაბათს და კვირას არ არის აქტიური. კომპანია იღებს ვალდებულებას, რომ პროდუქტი ჩაბარდება დაუზიანებელი და გაუხსნელი აღნიშნულ ვადებში. პირობების დარღვევის შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ ონლაინ მაღაზიას shop@supplements.ge

უკან დაბრუნების პირობები:
პროდუქტის მიღებიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში შეგიძლიათ მისი უკან დაბრუნება, მხოლოდ მაშინ, თუ ნივთი არ არის გახსნილი ან დაზიანებული.
ამისათვის საჭიროა გამოგვიგზავნოთ შეტყობინება ელ.ფოსტაზე shop@supplements.ge გთხოვთ, მიუთითოთ
შემდეგი ინფორმაცია:
•ელ. ფოსტის subject-ში გთხოვთ ჩაწეროთ – დაბრუნება/Return
•სახელი, გვარი
•დასაბრუნებელი პროდუქტების სახელი
•ელ.ფოსტას დაურთეთ ჩვენს მიერ გამოგზავნილი ელექტრონული ინვოისი
•ასევე გთხოვთ მოკლედ აღწეროთ პროდუქტის უკან დაბრუნების მიზეზი
შეტყობინების მიღების შემდგომ ჩვენი კურიერი დაგიკავშირდებით და მოახდენს პროდუქტის ტრანსპორტირებას ჩვენს ოფისში, რის შემდეგაც 3 სამუშაო დღეში პროდუქტის სრული ღირებულება დაგიბრუნდებათ უკან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ დაზიანებული ან ნახმარი პროდუქტის უკან დაბრუნება არ არის შესაძლებელი!